შოთა რუსთაველი

ვეფხისტყაოსანი

რუსთაველისა და მისი პოემის მსოფლიო ციფრული სახლი: ტექსტი, ბიოგრაფია, თარგმანები, ილუსტრაციები, ჩანაწერები და ვიდეოები ერთ ადგილას.

რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.პირველი სტროფი
XII–XIII სს. · 50-ზე მეტ ენაზე
რუსთაველი თამარ მეფეს პოემას მიართმევს
Mihály Zichy · რუსთაველი თამარ მეფეს პოემას მიართმევს
პოემა

„ვეფხისტყაოსანი“

ქართული შუა საუკუნეების ეპიკური პოემა, რომელიც XII–XIII საუკუნეების მიჯნაზე დაიწერა და თამარ მეფეს ეძღვნება. პოემა შაირითაა, თექვსმეტმარცვლიანი ლექსით, დაწერილი.

ამბავი ორ ძიებად იყოფა: ავთანდილი ეძებს ტარიელს, ვეფხისტყაოსან რაინდს, შემდეგ კი ორივე ერთად ეძებს ტარიელის სატრფოს, ნესტან-დარეჯანს. პოემის მთავარი თემებია სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება და სიკეთის გამარჯვება ბოროტებაზე.

„ვეფხისტყაოსანი“ პირველად 1712 წელს დაიბეჭდა, ვახტანგ VI-ის მიერ დაარსებულ სტამბაში.

ბიოგრაფია

ვინ იყო რუსთაველი?

შოთა რუსთაველი XII–XIII საუკუნეების მიჯნის ქართული სამეფო კარის პოეტი იყო. მის შესახებ პირდაპირი ბიოგრაფიული ცნობა არ შემორჩენილა: ავტორის სახელს პოემის პროლოგი გვამცნობს, სახელი „შოთა“ კი წყაროებში მხოლოდ XVII საუკუნიდან ჩნდება. ამიტომ მეცნიერებმა მისი ვინაობის მრავალი ვერსია წამოაყენეს.

01

იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ფრესკა

დღეს ყველაზე გავრცელებული აზრით, პოემის ავტორია მეჭურჭლეთუხუცესი შოთა რუსთაველი, რომელიც იერუსალიმის ქართველთა ჯვრის მონასტრის კედელზეა გამოსახული და მიცვალებულთა მოსახსენებელ წიგნშიც არის მოხსენიებული.

02

შოთა კუპრი, ჰერეთის ერისთავი

ავტორობის ერთ-ერთი ვერსია XIV საუკუნის ქართულ ისტორიულ წყაროებს ეყრდნობა.

03

მესხეთი და თორელთა საგვარეულო

თანამედროვე კვლევების ნაწილი რუსთაველის წარმომავლობას მესხეთს და თორელთა დიდ ფეოდალურ საგვარეულოს უკავშირებს (მ. ჯანაშვილი, ნ. შოშიაშვილი, ს. ცაიშვილი, რ. ფირცხალაიშვილი, გ. არაბული).

04

რუსთაველი და ჩახრუხაძე

ვერსია, რომლის მიხედვითაც რუსთაველი და ჩახრუხაძე ერთი პირია, სხვადასხვაგვარად განიხილეს ნ. მარმა, მესხური ხალხური გადმოცემებმა და ს. კაკაბაძემ.

05

რუსთავის ეპისკოპოსი

ზოგი მკვლევარი პოეტს რუსთავის ეპისკოპოსად ან სასულიერო პირად მიიჩნევდა.

06

რუისთაველთა საგვარეულო

ზ. ალექსიძის აზრით, პოეტი კახეთ-კუხეთის ფეოდალური სახლის, რუისთაველების, წარმომადგენელი იყო.

07

პავლე ინგოროყვა და „რუსთველიანა“

ინგოროყვამ 1926 წელს რუსთაველს მონოგრაფია „რუსთველიანა“ მიუძღვნა და პოეტის ვინაობის საკუთარი ვერსია შეიმუშავა. დაწვრილებით: rustveliana.ge

თარგმანები

„ვეფხისტყაოსანი“ მსოფლიოს ენებზე

პოემა 50-ზე მეტ ენაზეა ნათარგმნი. საქართველოშივე ის ქართველურ ენებზეც, ლაზურად, სვანურად და მეგრულად, თარგმნეს. XIX საუკუნეში გამოვიდა სრული თარგმანები პოლონურად, გერმანულად და რუსულად.

რუსული1841–45იპოლიტ ბართდინსკი
142 სტროფი, პოემის უადრესი თარგმანი
გერმანული1889არტურ ლაისტი
„Der Mann im Tigerfelle“, ერთ-ერთი პირველი სრული ევროპული თარგმანი
გახსნა →
ინგლისური1912მარჯორი უორდროპი
პირველი ინგლისური, პროზაული თარგმანი
გახსნა →
რუსულიXXკ. ბალმონტი, პ. პეტრენკო, ნ. ზაბოლოცკი, შ. ნუცუბიძე
ოთხი ცნობილი რუსული თარგმანი
გახსნა →
ინგლისური1968ვენერა ურუშაძე
პოეტური თარგმანი
ინგლისური1977რობერტ სტივენსონი
UNESCO-ს გამოცემა
ესპერანტო1989ზურაბ მაყაშვილი
პოემის სტრუქტურის შენარჩუნებით
სპარსული1998ფარშიდ დელშადი
პირველი სპარსული თარგმანი, თეირანი
ინგლისური2015ლინ კოფინი
პოეტური თარგმანი, თექვსმეტმარცვლიანი შაირით
კორეული—ჩო ჯუ-კვანი
მთარგმნელი 2017 წელს ღირსების ორდენით დაჯილდოვდა
თურქული—ბილალ დინდარი, ზეინელაბიდინ მაკასი
ერთადერთი სრული თურქული თარგმანი

სრული გამოცემები ასევე არსებობს: აფხაზური, სომხური, აზერბაიჯანული, ბაშკირული, ბელარუსული, ბულგარული, ჩეჩნური, ჩინური, ჩუვაშური, ჩეხური, ბერძნული, ებრაული, ჰინდი, უნგრული, იტალიური, იაპონური, ყაზახური, ქურთული, ყირგიზული, მოლდოვური, მონღოლური, ოსური, რუმინული, სერბული, სლოვაკური, ესპანური, თათრული, თურქმენული, უკრაინული, უზბეკური…

ხელოვნება

ილუსტრაციები და ხელნაწერები

XVII–XVIII საუკუნეების ხელნაწერებს მინიატიურები ამშვენებს; XVII საუკუნის ოსტატს, მამუკა თავაქარაშვილს, ეკუთვნის ცნობილი მინიატიურა „რუსთაველი პოემას კარნახობს“. 1881 წელს ქართველმა ინტელიგენციამ უნგრელ მხატვარს, მიხაი ზიჩის, ილუსტრაციები შეუკვეთა. ზიჩი პოემით ისე აღფრთოვანდა, რომ ჰონორარზე უარი თქვა. 1888 წელს გამოვიდა ზიჩის ილუსტრაციებიანი ე.წ. ქართველიშვილისეული გამოცემა. XX საუკუნეში პოემის საეტაპო ილუსტრაციები შექმნეს სერგო ქობულაძემ და ირაკლი თოიძემ.

აუდიო

ხმოვანი ჩანაწერები

ეროვნული ბიბლიოთეკის აუდიოწიგნების კოლექციაში ინახება „მელოდიის“ 1983 წლის გრამფირფიტების კომპლექტი, „ვეფხისტყაოსანი“ ინგლისურად, მარჯორი უორდროპის თარგმანით.

გახსნა →

მასალა ემატება. თუ გაქვთ ჩანაწერი, ფოტო ან ტექსტი, მოგვწერეთ.

ვიდეო

ვიდეომასალა

შოთა რუსთაველის ვინაობა — დავით გალეგაშვილი ია დანელიას გადაცემაში

YouTube-ზე ნახვა

შოთა რუსთაველის ვინაობა — დავით გალეგაშვილი ია დანელიას გადაცემაში

YouTube-ზე ნახვა

შოთა რუსთაველის ვინაობა — დავით გალეგაშვილი ია დანელიას გადაცემაში

YouTube-ზე ნახვა

შოთა რუსთაველის ვინაობა — დავით გალეგაშვილი ია დანელიას გადაცემაში

YouTube-ზე ნახვა

შოთა რუსთაველის ვინაობა — დავით გალეგაშვილი ია დანელიას გადაცემაში

YouTube-ზე ნახვა

შოთა რუსთაველის ვინაობა — დავით გალეგაშვილი ია დანელიას გადაცემაში

YouTube-ზე ნახვა

მთელი სერია YouTube-ზე →

ბიბლიოთეკა

წაიკითხეთ ონლაინ

მასალა ემატება. თუ გაქვთ ჩანაწერი, ფოტო ან ტექსტი, მოგვწერეთ.

სტუმრები მსოფლიოდან
Flag Counter